Sunday, September 4, 2011

წიგნი თუ კომპიუტერი

პროექტის სახელწოდება: წიგნი თუ კომპიუტერი.
პროექტის მთავარი  იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ბავშვებმა უნდა გაავლონ პარალელი წიგნისა და კომპიუტერის აუცილებლობას შორის.მათ თავისუფლად უნდა შეძლონ,როგორც წიგნისგამოყენება, ასევე კარგად  უნდა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რათა შეძლონ საინტერესო მასალების შეგროვება.ეს პროექტი საშუალებას  მისცემს დაარწმუნოს მოსწავლეები,რომ საჭიროა ორივე,როგორც წიგნი ისე კომპიუტერი.მუშაობის პროცესში ისინი ნახავენ მათ შორის როგორც საერთოს ასევე განსხვავებას, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს.
პროექტის აქტუალობა:დაკვირვების შედეგად ვნახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე  რაიმეს გაკეთება თითქმის შეუძლებელია, იგი  საკმაოდ  პრაქტიკული ნივთი აღმოჩნდა  ადამიანებისათვის.მისი დახმარებით უამრავი ინფორმაციის მიღება და დამუშავება შეგვიძლია.მაგრამ არის ისეთი საკითხები,რომელიც მოსწავლისგან მეტ წიგნიერებას მოითხოვს. კომპიუტერის მოხმარების დროს სიფრთხილე გვჭირდება.მაგალითად ბავშვების ურთიერთობა კომპიუტერთან. ისინი ძირითადად კომპიუტერზე თამაშით,მულტფილმებისა და ფილმების ყურებით არიან დაკავებულები.ზოგიერთი მათგანი მათ პიროვნულ თვისებების ჩამოყალიბებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
საინტერესოა რა დამოკიდებულება აქვთ ბავსვებს წიგნთან?
რამდენი ბავშვი კითხულობს წიგნს?
რამდენი იღებს ინფორმაციას კომპიუტერიდან?რომელი უპრო ამაგლებს ბავშვის ინტელექტუალურ განათლებას–წიგნი თუ  კომპიუტერი? რომელი უწყობს ხელს სწორი ფსიქიკური აზროვნების ჩამოყალიბებას?რა  მოსწონთ წიგნიდან  და  რა  კომპიუტერიდან? არის  თუ  არა საჭირო ორივე ნივთი იმისათვის,რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს როგორც პიროვნება.
პროექტის მიზანი:ბავშვები მივიყვანოთ იმ დასკვნამდე ,რომ გონებრივი განვითარებისათვის ორივე საჭიროა – როგორც წიგნი ისე კომპიუტერი.შეძლოს აირჩიოს ლიტერატურა ასაკის გათვალიაწინებით. უნდა ისწავლოს კომპიუტერის სწორად  გამოყენება და მხოლოდ მისთვის საჭირო მასალის მოძიება.
მოსწავლემ უნდა შეძლოს დროის რაციონალურად  გამოყენება.დააბალანსოს  დრო.
მონაწილეთა ასაკი:შეუზგუდავი.
ვადები/ხანგრძლივობა:2011 წელი.თებერვალი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ვებ–ბლოგები,გამოფენები,პრეზენტაციები,ჩანახატები,დღიურები,წიგნი.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნი,კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ჩატარდება კონფერენციები,სადაც მოწვეული იქნებიან სხვადასხვა სკოლისმოსწავლეები,მშობლები,მასწავლებლები..მოხდება ინფორმაციის მოძიება,როგორც წიგნებით ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებით.ფილმების ჩვენება.პრეზენტაციის მოწყობა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინტეგრირებული ყველა საგანთან.
პროექტის ხელმძგვანელი:რუსუდან მდივანი.
ხელმძგვანელის ელ.ფოსტა:rusomdivani@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:rusomdivani.blogspot.com


No comments:

Post a Comment